LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში ივანიშვილისეულ პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

179
73032262-2543307405724941-6561537661129981952-n

წყალტუბოს „აღორძინების“ პროექტის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პირადად გააცნო და რამდენიმე კვირაში უკვე სამუშაოები აქტიურ ფაზაშიც  შევიდა.

მისივე გადაწყვეტილებით აღნიშნულ პროექტს თვითონვე ჩაუდგა სათავეში და „პირადი სახსრებით“ გადაწყვიტა შეეჭიდოს გამოწვევას.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოში დევნილებისთვის 8 მშენებარე კორპუსებში კანალიზაციის ქსელის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

3 წელიწადში! „აბასთუმნის შედეგით“ გათამამებული ივანიშვილი წყალტუბოსაც ააყვავებს

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიდგომა - სახელმწიფოს დახმარებაა!

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია საკანალიზაციო ჭების, გამყვანი კოლექტორის და მთლიანად ქსელის მოწყობა.

ივანიშვილის პროექტის მიხედვით, დღეს წყალტუბოს ზოგიერთ სანატორიუმსა და ყოფილ სასტუმროებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა უნდა გამოასახლონ.

დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსები აშენდება, ხოლო  მშენებარე კორპუსებში 1 700-მდე მაცხოვრებელი  კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

პროექტი 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს, მან ამის შესახებ 29 ოქტომბერს  პარტიის გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველაფერი – ბიძინა ივანიშვილის მადა და გეგმები იზრდება

„ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტს. მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველvყო მისი განვითარება. მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“, – წერს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g