2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დანგრეული წყნეთი-ბეთანიის გზა 29 ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. გზის მშენებლობისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა და სამუშაოები 14 თვეში შესრულდა.
ამ ეტაპზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითად სამუშაოებს კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პირველად საქართველოში მოეწყო უსაფრთხოების ბარიერები, რაც დიდი ძალის დარტყმას უძლებს. მთის ზემო ნაწილში დაიდგა სენსორები, რომლებიც მთაში მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებს აფიქსირებს და შესაბამისი და სიგნალის შემთხვევაში გზა სიგნალით ჩაიკეტება.