წყნეთი-ბეთანიის გზის სავალ მონაკვეთზე ამ დროისთვის მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, მიმდინარეობს მსჯელობა, გაატარონ თუ არა გზის აღნიშნულ მონაკევთზე ავტომობილები. დედაქლაქის მერიის წარმომადგენლები ალტერნატიული გზის გაკეთებასაც განიხილავენ.
”მიწა იმ მონაკვეთზე ჩამოიშალა, რომელსაც 13 ივნისის სტიქია შეეხო. გზა დაზიანებული არ არის, ჩამოშვლილია გზის ქვედა მონაკვეთი. ამ დროისთვის მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფორმით გაგრძელდება საავტომობილო მოძრაობა” – განუცხადეს ”ფორტუნას” მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
წყნეთი-ბეთანიის გზის სავალი ნაწილის მონაკვეთი გამთენიისას ჩამოიშალა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის თანამშრომლები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.