LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთის სამთავრობო აგარაკებს აუქციონზე კიდევ გამოიტანენ

159
20191223172009

წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე გასაყიდად კიდევ გამოდის. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს აგარაკები აუქციონზე განახლებული ფორმით გავა.

„წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე ჩვენ ადრეც რამდენჯერმე გავიტანეთ. მაგრამ, შევისწავლეთ ბაზარი და დღეს განახლებული ფორმით გთავაზობთ. ეს იქნება ცალ-ცალკე აღებული ობიექტები, უფრო ფრაგმენტირებული“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 92 000 000 ლარამდე ღირებულების 115 უძრავი ქონება და 3 500 000 ლარის ღირებულების 47 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადოს ლიცენზიები გაიყიდა. პროგრამას ამ ეტაპზე, კიდევ 50 სხვადასხვა ტიპის საბადო დაემატა. გაიზარდა საინვესტიციოდ მიმზიდველი საპრივატიზებო ქონების ნუსხა. საერთო ჯამში წარმოდგენილია 350 მლნ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g