LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყვილები ხშირად სიყვარულის ენიდან გადადიან ვალდებულებების ენაზე, რაც, საბოლოოდ, იწვევს ემოციური სიახლოვის დაკარგვას – მითხარით, რომელ ადამიანს უხარია იმის დანახვა ვისი ვალიც აქვს?“ – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ურთიერთობების ენაზე საუბრობს

131
zura-mxeidzee-1-2022-05-30_13-31-27_673401

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე წყვილებს ურთიერთობების განვითარებაზე და კომუნიკაციის ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, ცოლ-ქმრობის პერიოდში წყვილები ხშირად სიყვარულის ენიდან გადადიან ვალდებულებების ენაზე, რაც, საბოლოოდ, იწვევს ემოციური სიახლოვის დაკარგვას.

„მითხარით, რომელ ადამიანს უხარია იმ ადამიანის დანახვა, ვისი ვალიც აქვს?“ – სვამს რიტორიკულ შეკითხვას ფსიქოლოგი და ამატებს, რომ როცა ურთიერთობაში ყველაფერი „შენ ეს უნდა გააკეთო“ სტილზე გადადის, ეს სიყვარულს ანაცვლებს თანდათანობითი შინაგანი დაძაბულობით.

ფსიქოლოგი რეკომენდაციას აძლევს წყვილებს, შეამსუბუქონ ენა და ყოველდღიური მოქმედებები სიყვარულიდან გამომდინარე ჩაიდინონ და არა მოვალეობით.

„როდესაც ვალდებულების ენაზე გადადიხართ უკვე იწყებ ნელ-ნელა უსიამოვნო ემოციების დატოვებას ერთმანეთში და ის სიყვარული რომ გაიხსენოთ, რომელიც არსებობდა, უნდა წამოიღოთ იმ წარსულიდან, როდესაც ის გაიცანით. რამდენჯერ უნდა წამოიღოთ იმ ერთი და იგივე ადგილიდან?

კომუნიკაციაში სცადეთ და ჩახსენით ვალდებულებები. არავის არ აქვს არანაირი ვალდებულება ერთმანეთის წინაშე, შესაბამისად, ყველა მოქმედება, რომელსაც გააკეთებთ მეუღლის მიმართ, არა ვალდებულებიდან იქნება, არამედ სიყვარულიდან. შესაბამისად, ყოველ დილას „მე ვალდებული ვარ“ კი არ გაგახსენდებათ, არამედ „მე შენ მიყვარხარ“ და ესაა მთავარი. ზოგი იტვის „აბა ბავშვი რომ არის გამოსაყვანი არ ვუთხრა?“, – კი, უთხარით, მაგრამ გააჩნია როგორ ეტყვით, ფორმაზეა დამოკიდებული“, – ამბობს ფსიქოლოგი ზურა მხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g