მედიაში ჰოლივუდის ერთ-ერთი უსაყვარლესი წყვილის, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსის უახლესი ფოტოები გავრცელდა. წყვილი უელსში, საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
ისინი მხურვალედ გულშემატკივრობდნენ ფავორიტ საფეხბურთო გუნდ „ვრექრემს“, რომელმაც საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
37 წლის ბლეიკი და 48 წლის რაიანი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ, კოცნიდნენ, ეხუტებოდნენ და ემოციებს უზიარებდნენ ერთმანეთს.
„წყვილი, რომელიც სიყვარულის მარადიულობაში გვარწმუნებს“, „საუკეთესო წყვილი“, „ისინი მუდამ ერთად იქნებიან“, „სწორედ ესაა გულწრფელი ემოციები და სიყვარული“, – არ წყდება კომენტარები.







