LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილის ბედნიერებას ძილის ჩვევა განსაზღვრავს

24

ბრიტანელი ექსპერტების მტკიცებით, წყვილის ურთიერთობას მათი ძილის ჩვეულება განასახიერებს. როგორც აღმოჩნდა, ბედნიერი წყვილი ძილშიც კი, მაქსიმალურად ინარჩუნებს ფიზიკურ სიახლოვეს.

ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის მკვლევარების ექსპერიმენტის შედეგად, რომელშიც 1 100-მდე წყვილი მონაწილეობდა აღმოჩნდა, რომ მოხალისეთა 42% ძილში ერთმანეთს ზურგს აქცევს, 31%-ს რომელიმე ერთ მხარეს შებრუნებულს სძინავს და მხოლოდ 4% იძინებს ერთმანეთისკენ სახით.

გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ წყვილების მხოლოდ მესამედი ეხება ერთმანეთს ძილში, 12% მცირე დისტანციას ინარჩუნებს, 2%-ს კი, მაქსიმალურად დისტანცირებულს სძინავს.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ წყვილის ურთიერთობას სწორედ ძილის დროს დისტანცია და ფიზიკური შეხება განსაზღვრავს ანუ, რაც უფრო მცირეა დისტანცია, მით უფრო ახლოსაა წყვილი. გარდა ამისა, ექსპერიმენტის ინიციატორები ირწმუნებიან, რომ ყველაზე მტკიცე და ჰარმონიული ურთიერთობა მათ აქვთ, ვისაც სახით სძინავს, ეხვევა ან ხელს ჰკიდებს ერთმანეთს. ყველაზე ნაკლები ნდობა კი მათ შორისაა, ვინც ზურგს აქცევს და მაქსიმალური დისტანციის შენარჩუნებას ცდილობს.

სხვათაშორის, ძილის ჩვეულებას ბევრი საინტერესოს თქმა შეუძლია ადამიანზე. მაგალითად, ის, ვისაც ჩანასახის პოზაში სძინავს, უჭირს გადაწყვეტილების მიღება და მუდმივად აფორიაქებულია, არ უყვარს კრიტიკა და ხშირად უმიზეზოდ ბრაზდება. მას, ვისაც ძილში მუხლების მოკეცვა უყვარს, კომპრომისზე წასვლა შეუძლია და არასდროს ვარდება უკიდურესობაში. ზურგზე წოლის მოყვარული, გახსნილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია, ის კი, ვისაც მუცელზე სძინავს, პერფექციონისტია და ყველაფერში სრულყოფილებას ეძებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები