LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა განქორწინების პროცესზე ათასობით დოლარი დახარჯა და შემდეგ დაშორება გადაიფიქრა

122
Capture

ოჰაიოს შტატში ცოლ-ქმარმა თავისი ურთიერთობის გადასარჩენად და გასაუმჯობესებლად უჩვეულო მეთოდი მოიფიქრა. ისტორია იმის შესახებ თუ როგორ დახარჯეს მათ ათასობით დოლარი განქორწინებაზე და როგორ გადაიფიქრეს შემდეგ, Metro წერს.

26 წლის ალექსმა და 27 წლის ჯონმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში 2018 წელს გაიცნეს. ქალმა აღიარა, რომ ახალგაზრდა კაცი მაშინვე შეუყვარდა და მასთან შეხვედრას ყველანაირად ცდილობდა. ერთ დღესაც მან ნახა, რომ ჯონმა ფოტო იმავე ბარიდან დადო, სადაც ის იმყოფებოდა. იმ დღეს წყვილმა ერთმანეთი ცოცხლადაც გაიცნო.

ახალ ნაცნობებს შორის მალევე რომანი გაჩაღდა და წყვილმა დაქორწინებაც გადაწყვიტა. 2 კვირის შემდეგ ალექსმა გაიგო, რომ ორსულად იყო.

წყვილს უსაყვარლესი ქალიშვილი შეეძინა. ქალი აღიარებს, რომ ცოლისა და დედის როლთან შეგუება ძალიან გაუჭირდა. გარდა ამისა, მას საკმაოდ რთული დეპრესიის გადატანაც მოუწია.

მუდმივი დაღლილობისა და კონფლიქტის გამო წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. თუმცა, პროცესის დაწყების შემდეგ ისინი მიხვდნენ რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და შერიგდნენ. ამ მომენტისთვის მათი განქორწინება არ იყო დასრულებული, ამიტომ წყვილმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები