LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატს ღილაკი შეეშალა და არასწორი წყვილი განაქორწინა

122
5616

დიდ ბრიტანეთში იურიდიული ფირმა, რომელიც წყვილების დაშორებითაა დაკავებული, შემთხვევით არასწორ წყვილს დაეხმარა გაყრაში. ამის შესახებ The Guardian წერს.

ლონდონში მოღვაწე ფირმა Vardags-ის ადვოკატი აპირებდა, რომ ერთ-ერთი კლიენტის გაყრის სურვილის შესახებ სასამართლოში განაცხადი შეეტანა. თუმცა, თანამშრომელს ელექტრონული საქაღალდეები შეეშალა და შემთხვევით სხვა წყვილს დაეხმარა განქორწინებაში. აღსანიშნავია, რომ შეცდომით შერჩეული ცოლი და ქმარი გვარად უილიამსი, ასევე რთულ პერიოდს გადიოდა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების გზებს ეძებდა. თუმცა, ადვოკატებმა მათ დრო აღარ მისცეს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება „დააჩქარეს“.

ფირმამ გაპარული შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინა და მაშინვე ლონდონის უმაღლეს სასამართლოს მიმართა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება სთხოვა. ადვოკატებმა თავის გამართლება სცადეს, თუმცა სასამართლომ მათი სიტუაცია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები