LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

X-მა პლატფორმაზე ვიდეო და აუდიო ზარები დაამატა

166
page

ილონ მასკი თავისი პლატფორმის მომხმარებლებს გამუდმებით ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად X-მა ახალი სერვისი დაამატა, ეს გახლავთ აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელების ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ზარის მიღება ვერიფიცირებული მომხმარებლებისგან.

ჯერჯერობით უცნობია, სერვისი ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის იქნება, თუ მხოლოდ X Premium-ის წევრობის მქონე პირებისთვის.

ცნობისთვის, ილონ მასკის X-მა (ყოფილი ტვიტერი) ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში ფასიანი სერვისის გამოცდა დაიწყო. ახალ მომხმარებლებს სოციალური ქსელის მთავარი ფუნქციებით სარგებლობისთვის წელიწადში 1 დოლარის გადახდა მოუწევთ. ეს საფასური ითვალისწინებს პოსტების დაწერას, მათ მოწონებას, კომენტარის დატოვებასა და გაზიარებას.

X-ის ფუნქციებით სარგებლობა ფასიანი ხდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები