XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო. დროებითმა სამანდატო კომისიამ 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა.
კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა. პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა:
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს: „ვფიცავ“.