LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

XIV საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 4 მაისს დაიწყება

592
east

4 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით ყოველწლიური  საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი მომღერალი იანო ალიბეგაშვილი და საპატიო სამხატვრო მრჩეველი გამოჩენილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია ორგანიზატორებთან ერთად საზოგადოებას სთავაზობენ აკადემიური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს და პროექტების განსახორციელებლად იწვევენ მსოფლიოს პროფესიული სცენების თვალსაჩინო წარმომადგენლებს. ფესტივალი ტრადიციულად  იწყება აღდგომის ბრწინვალე შვიდეულის კვირაში, გრძელდება 40 დღე და სრულდება ამაღლების დღესასწაულზე.

ფესტივალის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მისი მასშტაბურობა და მრავალფეროვანი შინაარსი. საღამოები იმართება თბილისის გარდა რეგიონებში ( თელავი, ქუთაისი, ბათუმი).

წელს ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი შემსრულებლები. კერძოდ, ცნობილი ტენორი – ჯუზეპე ჯიპალი, დირიჟორი ატილიო ტომაზელო, იანო ალიბეგაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ცნობილი საგუნდო კოლექტივები,  ორკესტრები.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორების იოსებ კეჭაყმაძის და ალექსანდრე შავერზაშვილის საიუბილეო თარიღები. მრავალფეროვან პროგრამაში ასევე იხილავთ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ გამოფენებს, ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოებს, „ჩრდილების თაეტრის“ დადგმას და ა.შ.

ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის, განათლების, სპორტის სამინისტრო, „არდი  დაზღვევა“, იტალიის საელჩო საქართველოში.

თანაპარტნიორები: სასტუმრო „ბილტმორი“, „საქპატენტი“, ჯანსუღ კახიძის მუსიკის ცენტრი, თბილისის ოპერის თეატრი,   პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია,  თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერია, „ჩრდილების თეატრი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „მუსიკა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები