LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

XIX საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი 14 მაისს დაიწყება

120
სააღდგომო ფესტივალი

14 მაისიდან  თბილისში, ბათუმი, თელავში, ქუთაისში და ბორჯომში  „საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი“ საუკეთესო შინაარსის საღამოებით და ბრწყინვალე შემსრულებლებით კვლავ იწვევს აკადემიური ხელოვნების მოყვარულთ.

2024 წლის გაზაფხულზე გრანდიოზული, უკვე მე-19 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, ქუთაისის მერია, კახეთი რეგიონის მუნიციპალიტეტები, თელავის მერია, ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი,  ბორჯომის მერია,  „ხელის ჩრდილების თეატრი – ბუდრუგანა გაგრა“, სატრანსპორტო კომპანია  „ვი თი ჯგუფი“, ღვინის კომპანია „ვაზისუბნის მამული“, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“,  „რადიოჰოლდინგი ფორტუნა“.

ფესტივალის მიზანია ეროვნული და მსოფლიო აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაცია, არა მარტო დედაქალაქში – თბილისში, არამედ რეგიონის მსხვილ ქალაქებში. ფესტივალზე ეროვნულ საშემსრულებლო ძალებთან ერთად საზოგადოების წინაშე წარდგებიან მსოფლიოს პროფესიული სცენების საუკეთესო წარმომადგენლები.

მე-19 ფესტივალი მოიცავს 7 საღამოს, რომელთაგან 3 დედაქალაქში გაიმართება, 4 საღამო –  ბათუმში, თელავში, ქუთაისში და ბორჯომში.

14 მაისი. თბილისი. სამშაბათი. 19.00. რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი. ფესტივალის საზეიმო გახსნა.

ნინო სურგულაძე. ქართველი მეცო სოპრანო და ფესტივალის საგანგებო სტუმარი,  იტალიელი ტენორი ანტონელო პალომბი. კონცერტმაისტერი – ეკატერინე გოგოლიძე. პროექტი ხორციელდება „არტ პლიუსისა“ და ნინო სურგულაძის ფონდის-„ნატვრის ხე“ -მიერ.

15 მაისი. თელავი. ოთხშაბათი. 19.00. დრამატული თეატრის დარბაზი.

ნინო სურგულაძე. ქართველი მეცო სოპრანო და ფესტივალის საგანგებო სტუმარი, იტალიელი ტენორი ანტონელო პალომბი.  კონცერტმაისტერი – ეკატერინა გოგოლიძე  

20 მაისი. თბილისი. ორშაბათი. 19.00. კონსერვატორიის დიდი დარბაზი.

კომპოზიტორ კახა ცაბაძის საიუბილეო საღამო. მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები,  ორკესტრის დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

23 მაისი. თბილისი. ხუთშაბათი. 19.00. კონსერვატორიის დიდი დარბაზი.

თანამედროვეობის გამოჩენილი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას სოლო კონცერტი.

25 მაისი. შაბათი. ბათუმი. 19.00. ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სკოლის დიდი დარბაზი.

თანამედროვეობის გამოჩენილი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას სოლო კონცერტი.

28 მაისი. სამშაბათი. ქუთაისი. 19.00. სახელმწიფო დრამატული თეატრი.

„საფორტეპიანო მუსიკა 4 ხელში“. მონაწილეობენ:

 ცნობილი ქართველი პიანისტები თამარ ლიჩელი და დავით ალადაშვილი. 19.00

31 მაისი. პარასკევი. ბორჯომი. 16.00. თოჯინების თეატრი.

ხელის ჩრდილების თეატრი “ბუდრუგანა გაგრა”. წარმოდგენა „წელიწადის ოთხი დრო”.

თვალყური ადევნეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტს  – www.Easterfest.ge და ფეისბუკის გვერდს –  facebook.com/easterfest.ge

მანანა ხვედელიძე – ფესტივალის გენერალური მენეჯერი, მუსიკოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები