აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი – ინტეგრა, ცენეტრის ფსიქიატრის, ნინო ნანეიშვილის ინტერვიუს გვთავაზობს.
სპეციალისტი საუბრობს თემაზე: „მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა: გამოწვევები, სტიგმები, გარემოს გავლენა“.
ფსიქიატრი ამბობს, რომ XXI საუკუნე ნარცისების საუკუნეა და მაგალითი მოჰყავს, სოცალურ ქსელში ადამიანების აქტიურობა:
„XXI საუკუნე არის ნარცისების საუკუნე. წარმოიდგინეთ, „ფეისბუკზე“ დებ შენს რაღაც ღონისძიებას, მაგალითად რესტორანს, სადაც იყავი. ჩანს გაშლილი სუფრა, დახვავებული საკვები და შენ ყველას აჩვენებ ამით, რომ იყავი რაღაც განსაკუთრებულ სუფრაზე და ყველას აჩვენებ, რომ ქეიფობდი და ჩემი ცხოვრება ბედნიერია და სინამდვილეში ეს ასე არ არის, ამის უკან სხვა რამე იმალება.
„ფეისბუკზე“ ადამიანები საკუთარ თავს აჩვენებენ სხვა და სხვა პოზაში გადაღებული სურათებით და რა? რამით ადამიანი წაიკითხავს, რომ ის მარტოსულია? აღიარება სჭირდებათ, რომ იქ „დაალაიქო“, რაღაც უნდა თქვა, ეს არის ფასადური…“ – ამბობს ფსიქიატრი.
„ნარცისიზმის ეპოქა" – ნინო ნანეიშვილი🌟 „ნარცისიზმის ეპოქა" 🎙 აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „ინტეგრას“ პოდკასტი ფსიქოთერაპევტ ნია ძერიასთან ერთად, რომელიც მიმართულია მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ. 🧠 პოდკასტი შეეხება ფსიქოლოგიური კეთილდღეობის თემებს, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ასპექტებსა და განსხვავებულ თერაპიულ მიდგომებს. 👥 მერვე ეპიზოდში ჩვენი სტუმარი არის ინტეგრას ექიმი ფსიქიატრი – ნინო ნანეიშვილი რომელიც საუბრობს თემაზე: „მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა: გამოწვევები, სტიგმები, გარემოს გავლენა“. 📅 ეპიზოდები დაიდება ჩვენს YouTube არხზე — კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს. 🔗 გამოგვყევით და თვალი გვადევნეთ ჩვენს YouTube არხზე: https://cutt.ly/Xrnraesb
Posted by ინტეგრა – აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი on ოთხშაბათი, 23 ივლისი, 2025