LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა თბილისში – ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს

644
a84715-big

ყაჩარობა თბილისში – ბაქოს ქუჩაზე თავდამსხმელებმა ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს და შემდგომ მას ბლაგვი საგნით სცემეს. ნაწამები ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მას თავის ტყვინის შერყევა, სხეულისა და გულმკერდის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.

ტელეკომპანია “მთავარი არხს“ მეზობლები უყვებიან, რომ თავდამსხმელებმა იცოდნენ, რა დროს იმყოფებოდა ქალი სახლში მარტო. შემთხვევის შემდეგ კი სახლიდან დიდი ოდენობის თანხა და ოქროულობა წაიღეს.

არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევის შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები