Yahoo ნიუსი სოხუმის ფოტოებს აქვეყნებს და თან მცირე ინფორმაციასაც ურთავს.
31 წლის ფოტოგრაფი ბობ იტსენი, ისტორიულ ადგილს ეწვია, სადაც პარტიზანებთან ბრძოლაში, 1993 წლის სექტემბერში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ Yahoo ნიუსის საიტზე ვკითხულობთ.
“სოხუმის ხოცვა ჟლეტის შემდეგ, აფხაზეთი დამოუკიდებელ ერად გამოაცხადეს. ახლა ქალაქში, ყოფილი ქართული პარლამენტის შენობა დგას, მისი მიტოვებული დერეფნები შეშფოთებას იწვევს”, -ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოებიცაა გამოქვეყნებული.