რადიო „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58“,- განაცხადეს საგარეო უწყებაში.
რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ჩვეულებრივად სრულდება. აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა