„ფეისბუქი“ ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს, ახალი ინსტრუმენტი აშშ-ში უკვე ამოქმედდა.
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს, მარკ ცუკერბერგმა პირობა დადო, შეთხზული ამბების გავრცელების წინააღმდეგ მიიღებდა ზომებს.
„ფეისბუქის“ ამერიკელი მომხმარებლები წერენ, რომ ამბის გაზიარების დროს ახალი ფანჯარა ჩნდება, სადაც წერია, რომ დამოუკიდებელი შემმოწმებლები აღნიშნულ სტატიას შეამოწმებენ.
Facebook’s war on fake news starts with a pop up window for re-posters of bad info. pic.twitter.com/qpPXZjLL3u
— John Ourand (@Ourand_SBJ) March 19, 2017