LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი 100 და 50-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

200
ყალბი 100 ლარიანი

ყალბი 100 და 50-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს თბილისში და რუსთავში მდებარე 8 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან დამატებით ამოღებულ იქნა 27-ცალი ყალბი 100 ლარიანი და 7-ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი დამხმარე ტექნიკური საშუალებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

magti 5g