LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყარაბაღის კონფლიქტი: აზერბაიჯანი საარტილერიო შეტევას ახორციელებს, ამას ადასტურებს სომხური მხარეც

93
mudafie-201020

მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში ბრძოლები გრძელდება.

აზერბაიჯანული მედია News.az ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ახორციელებენ აზერბაიჯანელი საარტილერიო შენაერთები შეტევას სომხეთის შეიარაღებული ძალების მიმართ.

მოწინააღმდეგის მხრიდან საარტილერიო და საჰაერო თავდასხმას ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეფანიანიც, რომელმაც სოციალურ ქსელ „Facebook”-ში დაწერა, რომ გრძელდება მძიმე და ინტენსიური ბრძოლები, მათი თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები კი შესაბამის ზომებს იღებენ მტრის შეტევის აღსაკვეთად.

მთიან ყარაბაღში შეიარარებული კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა.

ამ დროის განმავლობაში, როგორც ყარაბაღის თვითგამოცხადებული მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, დაპირისპირების შედეგად, დაიღუპა მათი სამხედრო შენაერთების 710 წევრი და 36 მშვიდობიანი მოქალაქე.

აზერბაიჯანული მედია კი, გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, დღეს განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე, დაიღუპა 61 აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 291 ადამიანი. ასევე, დაზიანდა 1941 სახლი და 382 სამოქალაქო ობიექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g