LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყასტრანგაზ-თბილისის“ გასხვისებაზე პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია

140

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და “ყაზმუნაიგაზს” შორის “ყასტრანგაზ-თბილისში“ წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდუსტრიული ჯგუფის პრესსამსახური ავრცელებს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აწარმოებდა მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან, კერძოდ, კორპორაცია „ყაზმუნაიგაზთან“, შპს „ყასტრანგაზ-თბილისის“ საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ. გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ“, – ნათქვამია ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g