LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზის“ ყოფილი თანამშრომლები მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

119
აფეთქებული სახლი

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი ყოფილი თანამშრომელი, თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი მოსამართლე დავით კურტანიძემ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ტატიშვილისა და მამადიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობდა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატების პოზიციას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე.

როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, არსებობს ბრალდებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

გამოძიება მამადიანსა და ტატიშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

პოპულალურები