LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატართან სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად ღონისძიებები დაიგეგმა

74

ყატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებთან ერთად, საინვესტიციო   პროექტების განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დოჰაში, კატარის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრ შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს რესურსი, საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამ მიმართულებით  მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ“,  –  განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ყატარის სახელმწიფოს პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორ ქვეყანას   შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში სოფლის   მეურნეობის დარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

”სასურსათო უსაფრთხოების საკითხი ყატარის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უწყვეტი და სტაბილური მიწოდება; აღნიშნულ კონტექსტში ყატარის სახელმწიფოსთვის საქართველო ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები