LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოჰას ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო მოლში ქართული თაფლისთვის სპეციალური კუთხე გაიხსნა

90
267852167-4758891710834428-7205099348154472542-n

2021 წელს, საქართველოდან ყატარის სახელმწიფოში თაფლის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 255%-ით გაიზარდა.

ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კომპანია Spar-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, დოჰას ერთ-ერთი უმსხვილეს სავაჭრო მოლში (Tawar Mall) განთავსებულ Spar-ის სუპერმარკეტების ქსელში ქართული თაფლისთვის განკუთვნილი სპეციალური კუთხე გაიხსნა.

ქართული თაფლის სპეციალური კუთხე ყატარში არსებულ Spar-ის სუპერმარკეტების ქსელის ყველა ობიექტში იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მაღალი ხარისხის ნატურალური ქართული თაფლი შეიძინოს. ქართული თაფლი ასევე ხელმისაწვდომია ყატარში მოქმედ ისეთ მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებში, როგორებიცაა: LULU, Family Food Center. ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და Mercy Corps, Alliances Caucasus Programme (ALCP)-ის თანამშრომლობით, ყატარის სახელმწიფოში პირველად განხორციელდა საქართველოში ტრადიციული მეთოდებით წარმოებული ველური თაფლის – ჯარას ექსპორტიც.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ყატარისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ დამტკიცდა „ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან კატარის სახელმწიფოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ექსპორტისათვის“, რამაც ქართველ მწარმოებლებს გაუმარტივა საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტი კატარის სახელმწიფოში და ხელი შეუწყო თაფლის ექსპორტის ზრდას საქართველოდან. შესაბამისად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ყატარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 350%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს ზრდამ,  2020 წელთან შედარებით, 255% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები