ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უზმოზე თაფლიანი წყალი იმუნიტეტს აძლიერებს.
ინფექციონისტი ამბობს, რომ სინამდვილეში აღნიშნული მოსაზრება მითია და თაფლიანი წყალი არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს.
„სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებული: „უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს”.
ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არც ბიოლოგიური მექანიზმი. საიდან მოვიდა და პირველად ვინ გამოიგონა, კაცმა არ იცის. არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს“, – წერს მაია ბუწაშვილი.
სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებული: “უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს”. ამის…
Posted by Maia Butsashvili on ორშაბათი, 20 აპრილი, 2026
