LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილის, ხუნდაძის, სუბარისა და მაჭარაშვილის კითხვები ლეგიტიმურია – აშშ-ის საელჩოს შეუძლია დაამტკიცოს, რაზე იხარჯება კონკრეტულად ეს ფული: კობახიძე

53
Untitled design (2)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება.

„საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განადგურებაზე არ წავიდა, რასაც ამერიკელები ვერაფრით გვპატიობენ“ – „ხალხის ძალა“ აშშ-ს ელჩს მორიგი განცხადებით პასუხობს

ირაკლი კობახიძე მიმართვის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის კითხვები ლეგიტიმურია და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეუძლია, პასუხი გასცეს:

„საუბარია ოთხ პარლამენტარზე, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული და ისინი სვამენ კითხვებს, რაც დემოკრატიის ნაწილია. ეს კითხვები არის ლეგიტიმური და საელჩოს შეუძლია, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს მათი პრეროგატივაა. მე რა პასუხი უნდა მქონდეს? მე არ ვიცი, თქვენ იცით, რაში იხარჯება? მე არ ვიცი, რაზე იხარჯება კონკრეტულად ეს ფული, არც თქვენ იცით.

რაც შეეხება კონკრეტულად მათ კითხვას, ის საჯაროდ ისმება, ჩვენ ამის მომხრე არ ვიყავით და დღესაც არ ვართ. საჯაროდ დაისვა კითხვა და საელჩოს შეუძლია დეტალურად გაშალოს ინფორმაცია, თუ რაზე იხარჯება ეს თანხები, ხომ დამთავრდება ამით ყველაფერი. ეს არის მთავარი, დაისვა კითხვა, არის ოთხი დეპუტატი. ჩვენ საჯაროდ კითხვის დასმა შეიძლება მოგვწონდეს, არ მოგვწონდეს, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. თუ ამ კითხვებზე პასუხები იქნება გაცემული, საელჩოს შეუძლია დაამტკიცოს, რისთვის არის გაცემული ეს თანხები“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა მორიგი მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც წერია:

„თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g