LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის შემდეგ, ბაზარზე ჩაი კაფსულებში გამოჩნდება

101
157638620-2955052624619589-1124352042780002078-o

ყავის კომპანიამეამამომხმარებლებს მალე ჩაისაც შესთავაზებს. სხვადასხვა არომატის ჩაი წარმოდგენილი იქნება კაფსულებში და მხოლოდ ამერიკული ფორმატის აპარატისთვის განკუთვნილი. ინფორმაციას თავად „მეამა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, „მეამა“ საწყის ეტაპზე მომხმარებლებს ჩაის 7 განსხვავებულ ნაზავს შესთავაზებს, მათ შორის: 2 კლასიკურ გემოს, 2 ერლ გრეის და 3 არომატს: მანგო კარაბაო, კრემ ბრულე და შოკოლადის ფილა.

„ყველა გემო „მეამას“ ინტელექტუალური საკუთრებაა და შექმნილია ინდივიდუალური რეცეპტებით. 9 მარტიდან, ჩვენს ყველა სივრცეში და ონლაინ მაღაზიაში“, – აცხადებენ „მეამაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები