ყაზახეთში მომხდარ არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 22 წლის ახალგაზრდა ქალაქ ალმათში ცხოვრობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლევან კოღუაშვილი შუააზიურ ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სამინისტრომ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ლევან კოგეაშვილი პარასკევს მოკლეს, როდესაც სახლიდან სამსახურში ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ახალგაზრდის ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ.