ყაზახეთში კურორტ საირმეს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ქალაქ ალმაატაში 17-21 აპრილს, ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე კვლავ იყო წარმოდგენილი კურორტი საირმე.
როგორც ”ფორტუნას” კურორტის მენეჯმენტიდან აცნობეს, ამიერკავკასიასა და ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კურორტმა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით, წარადგინა თავისი განახლებული პროდუქტები, როგორებიცაა:
სხვადასხვა სტანდარტის სასტუმროს ნომრები;
საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები;
სპა-ბალნეოლოგიური მომსახურეობა, გერმანული დანადგარებით;
ღია თერმული წყლები;
ოთხი ტიპის სამკურნალო წყაროები ქრონიკული დაავადებებისათვის;
ღია და დახურული გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (კალათბურთის-ფრენბურთის-ჩოგბურთის-ფეხბურთის მოედნები, დახურული სატრენაჟორო დარბაზი, საბილიარდო, პიმპონგის მაგიდები);
ანიმატორების ჯგუფით დაკომპლექტებული საბავშვო გასართობი ცენტრი;
ქართულ-ევროპული და იტალიური რესტორანი;
”კურორტმა საირმემ თავისი მრავალფუნქციური სერვისებით, რომელიც ნებისმიერი ასაკის დამსვენებელზეა მორგებული, გამოფენაზე დამსწრე კომპანიების ინტერესი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა”, – აცხადებენ საირმეს მენეჯმენტში.