ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა ბანკიდან.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
