LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

449
gazi_57d6cd5b4e058

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს.როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები გახშირდა.

„ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.

კომპანია მოუწოდებს აბონენტებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დატოვებას გეგმავენ ,განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ, რათა გაზდანადგარები და ბუნებრივი აირის მილის ონკანი სწორად გადაკეტონ.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება – შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები.

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ ასევე გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო უქმეებს“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g