LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყეზბეგის გამზირზე მოქალაქის დაჭრის ფაქტზე 24 წლის პირი დააკავეს

123

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ბრალდებულმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 1993 წელს დაბადებული ხ. ჭ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს,”- აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g