„ყინული ეპიდაფეთქებების წყაროა“, – ამის შეახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა კოტე მათითაშვილთან „კოტკასტში“ განაცხადა.
სპეციალისტი ამბობს, რომ ხშირად არ არის ჩვენთვის ცნობილი, როგორი წყლით არის დამზადებული ყინული, ამიტომ ინფექციონისტის თქმით, ყინულთან ასოცირებული ეპიდაფეთქებები ძალიან ხშირია:
„ყინული ერთ-ერთი ხშირი აფეთქებების წყაროა ხოლმე. ყინულს სჯობს, რომ მოვერიდოთ და მაგალითად თუ ვუკვეთავთ ან ვყიდულობთ, იყოს მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი იმიტომ, რომ ის ყინული რა წყლისგან არის დამზადებული არავინ არ იცის და ყინულთან ასოცირებული ეპიდაფეთქებები ძალიან ბევრია და ხშირია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ზაფხულში რესტორნებშიც სჯობს, რომ ჯანსაღი კვება გვერდზე გადავდოთ და უფრო ახლად მომზადებული (შემწვარი, მოხრაკული, ცხიმში გაცხელებული) ვჭამოთ, ვიდრე სალათები, რადგან სალათებია ხშირად განსაკუთრებული წყარო ინფექციების, ასე რომ ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია ხოლმე“ – ამბობს მაია ბუწაშვილი.
