LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ათეისტი მარკ ცუკერბერგი რელიგიური გახდა

215

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ათეისტი აღარ არის და ამბობს, რომ „რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია“.

ცუკერბერგს „ფეისბუქის“ პროფილზე ეწერა, რომ ათეისტი იყო, თუმცა შეხედულებები, როგორც ჩანს, შეიცვალა.

25 დეკემბერს მან დაწერა :

„მე, პრისცილა, მაქსი და ბისტი გილოცავთ შობას და ხანუქას!“

როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას ჰკითხა, არის თუ არა ათეისტი, ცუკერბერგმა უპასუხა :

„არა. მე გავიზარდე, როგორც ებრაელი და შემდეგ მქონდა პერიოდი, როდესაც უამრავი კითხვა მებადებოდა. ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია.“

ცუკერბერგს არაფერი უთქვამს, რომელი რელიგიის აღმსარებელია. მისი მილოცვის სათაური იყო „აღვნიშნავთ შობას“.

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი და მისი ცოლი, პრისცილა ჩანი ზაფხულში რომის პაპს შეხვდნენ. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ძალიან მოხიბლული დარჩა პონტიფიკოსით, მისი მიდგომით ხალხისადმი.

„ეს შეხვედრა არასოდეს დაგვავიწყდება. მაშინვე იგრძნობა მისი სითბო და სიკეთე, მიხვდებით, როგორ ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს მათ დახმარებას,“ – წერდა ცუკერბერგი.

„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, ასევე, არაერთხელ გამოხატა საკუთარი დაინტერესება ბუდიზმით. ამ რელიგიის აღმსარებელია მისი ცოლი. ცუკერბერგმა ჩინეთში ვიზიტისას პაგოდაში, დაჩოქილმა გადაიღო ფოტო და „ფეისბუქზეც“ გამოაქვეყნა.

„პრისცილა ბუდისტია და მთხოვა, მელოცა მასთან ერთად. ბუდიზმი არაჩვეულებრივი რელიგია და ფილოსოფიაა და ვცდილობ, უკეთესად გავიგო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g