LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

489
BeFunky-collage (2)

სურამში ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ლ.ლ-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

მკვლელობა სურამში გუშინ მოხდა. ქმარმა ყოფილ ცოლს დაზიანებები ბასრი საგნით მიაყენა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ 32 წლის ლევან ლომიძემ მეუღლე ლოგინში მოკლა. ისინი ასევე ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულებიც კი იყვნენ. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ.

ვინ იყო გოგონა, რომელიც ყოფილმა ქმარმა ნაჯახით მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g