გუშინ სურამში ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ნაჯახით მოკლა.
მოკლული გოგონა, 26 წლის ბეტა ნაჭყებიაა, რომელიც მამის სახლში, ხობის რაიონში სოფელ ქვემო ქვალონში უკვე გადაასვენეს.
სამართალდამცველებმა ბეტა ნაჭყებიას ყოფილი ქმარი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ 32 წლის ლევან ლომიძემ მეუღლე ლოგინში მოკლა. ისინი ასევე ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულებიც კი იყვნენ. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ.
ახალი დეტალები სურამში მომხდარ მკვლელობაზე – ქმარმა მეუღლე ლოგინში მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.