ტრაგედია სურამში და სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები – ადგილობრივები ჰყვებიან, რომ 32 წლის ლევან ლომიძემ მისი მეუღლე ბეტა ნაჭყებია ლოგინში მოკლა. ისინი ასევე ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულებიც კი იყვნენ.
სურამში ახალგაზრდა ქალი ნაჯახით მოკლეს
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მეუღლემ მოკლა და მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, მათ 5 წლის შვილი ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ სურამში მომხდარზე სასტიკ მკვლელობაზე გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით უკვე დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.