საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია იტალიაში, ქალაქ სირაკუზაში ისვენებს.
ოჯახთან ერთად მოგზაურობის ფოტოებს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას და მარიკა ფანცულაიას ერთი ქალიშვილი, ანნა ჰყავთ.
ექსპრემიერის ქალიშვილი საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს. ანნა უცხო ენების შესწავლით არის დაინტერესებული.
იცის ფრანგული, ინგლისური, სწავლობს იაპონურ ენას.
ცნობილია, რომ ანნას მამასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს.