LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველ მეხუთე თბილისელს ჰყავს შინაური ცხოველი/ფრინველი

106

თბილისელების 20%-ს შინაური ცხოველი/ფრინველი ჰყავს, ამის შესახენ “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი.

კვლევამ აჩვენა, რომ მათგან უმეტესობას (60%)  ძაღლი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ პოპულარობით მეორე ადგილზე არა კატა (10%), არამედ თუთიყუშია (28%).

შინაური ცხოველის/ფრინველის მეპატრონეებს, მათი მოვლისთვის თვეში საშუალოდ 38 ლარი ეხარჯებათ.

კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.