LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველ წელს მიკავშირდებიან, როგორც არასამართლიანად დაბლოკილს მაგ კონკურსზე” – რას წერს სტეფანე ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით

389
სტეფანე

“საქართველოს მაუწყებელზე ერთხელაც არ წამოცდენიათ ჩვენი ჯგუფის სახელი. მაშინაც ეშინოდათ არ გაეღიზიანებიათ ვინმე. ზრდილობის გამო ერთხელ რომ გვახსენოთ რა მოხდება,” – ამის შესახებ პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით წერს.

როგორც სტეფანე აღნიშნავს, მათი შეგნებულად იგნორირება, სწორი არ არის.

“ევროვიზიაზე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება შეეშალათ, გაირკვევა ალბათ.

წელსაც BBC ის ჟურნალისტთან მქონდა ინტერვიუ. ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველ წელს მიკავშირდებიან, როგორც არასამართლიანად დაბლოკილს მაგ კონკურსზე.

ყოველ წელს ევროპაში, ევროვიზიის დღიურებზე გვახსენებენ, როგორც არასწორად დაბლოკილებს.

საქართველოს მაუწყებელზე ერთხელაც არ წამოცდენიათ ჩვენი ჯგუფის სახელი. მაშინაც ეშინოდათ არ გაეღიზიანებიათ ვინმე.

ზრდილობის გამო ერთხელ რომ გვახსენოთ რა მოხდება, როცა ყოველ ჯერზე აცხადებთ, ვინ მიიღო მონაწილეობა.

ამხელა გამოხმაურება მაინც არავის არ ჰქონია რაც ჩვენ.

ეს არაფერს არ შეცვლის არც ჩემთვის, არც არავისთვის. მაგრამ ფაქტის იგნორირება ყოველ წელს ესე შეგნებულად … მგონი ტეხავს,” – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ცნობილია – კონკურსი უკრაინამ მოიგო

საზოგადოებრივი მაუწყებელი: ეროვნულმა ჟიურიმ ევროვიზიაზე უკრაინას უმაღლესი – 12 ქულა დაუწერა, ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა კონკურსის ორგანიზატორებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g