LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ცნობილია – კონკურსი უკრაინამ მოიგო

296
1652569203-SEI_103948527

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდა და ის უკრაინაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა. ესენია: ჩეხეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, სომხეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ბელგია, საბერძნეთი, ისლანდია, მოლდოვა, შვედეთი, ავსტრალია, პოლონეთი, სერბეთი და ესტონეთი.

ევროვიზიის ფინალში 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ჯგუფი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე სიმღერით Lock Me In წარდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები