LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლული კამერონ დიასის იშვიათი გამოჩენა ოჯახთან ერთად

314
page

კამერონ დიასი იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე, თუმცა ამჯერად მსახიობი მეუღლესთან, ბენჯი მედენთან და შვილებთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს.

მსახიობმა ყოველდღიური, კომფორტული სტილი აირჩია, ის სპორტულ შარვალსა და ზამთრის ქურთუკში იყო გამოწყობილი.

ოჯახზე კონცენტრირების მიზნით, კამერონ დიასმა რამდენიმე წლით შეწყვიტა სამსახიობო კარიერა, თუმცა ბოლო პერიოდში ეკრანებზე დაბრუნდა და კვლავ აქტიურად მონაწილეობს კინოპროექტებში.

„ჩარლის ანგელოზები“ დაბრუნდნენ – კამერონ დიასისა და დრიუ ბერიმორის ემოციური შეხვედრა წვეულებაზე

კამერონ დიასმა და მუსიკოსმა ბენჯი მედენმა ურთიერთობა 2014 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს იქორწინეს. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ქალიშვილი რედიქსი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაიბადა და ვაჟი, კარდინალი, რომელიც გასული წლის მარტში მოევლინა სამყაროს. ორივე ბავშვი სუროგატი დედის მეშვეობით გააჩნდა.

52 წლის კამერონ დიასი ერთი წლის უსაყვარლეს ვაჟთან ერთად პირველად გადაიღეს

„არადა მეგონა, რომ ყოველივე ეს, უკვე წარსული იყო“ – 52 წლის კამერონ დიასის „დიდი დაბრუნება“ და უახლესი ფოტოები „ვოგისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები