LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიური 13 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ (ნაწილი მეორე)

129
healthierlifesyle

ჯანსაღი ჩვევები ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ექსპერტებმა გაგვიზიარეს 13 ჩვევა, რომელიც თქვენი კარგად ყოფნის გარანტია უნდა გახდეს.

კვლევები აჩვენებს, რომ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე თუმცა პოზიტიური ცვლილებებით დროთა განმავლობაში უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი გახდებით. ასე რომ, თუკი თქვენი მიზანი მეტი ენერგია, ნაკლები სტრესი, უკეთესი ძილი და კეთილდღეობაა – ამ სტატიას აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

რა არის ჯანსაღი ჩვევა?
ჯანსაღი ჩვევები ეს არის ყოველდღიური ქცევები, რომელიც დადებითად აისახება თქვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ეს ჩვევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ქრონიკული დაავადებები, გაიუმჯობესოთ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა.

13 ჩვევა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში დღეიდანვე დანერგოთ.

  1. გააქტიურე გონება
    ტვინის მუდმივი აქტიურობით კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითებას შეუშლით ხელს. მაგალითად, თუკი კითხვას დღეში 30 წუთს მაინც დაუთმობთ, ამით თქვენს გონებას ჯანმრთელობას ხანგრძლივად შეუნარჩუნებთ და სტრესის შემცირებასაც შეუწყობთ ხელს. კითხვა ასტიმულირებს ჩვენს გონებას და აძლიერებს კოგნიტიურ ფუნქციებს. ძალიან სასარგებლოა ასევე ისეთი ჰობის ქონა, როგორიცაა მაგალითად -ხატვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან მებაღეობა.
  2. გაატარე დრო ბუნებაში
    ბუნებას საოცარი უნარი აქვს ადამიანს გონებრივ თუ სულიერ ზრდაში დაეხმაროს. სუფთა ჰაერზე დროის გატარება ამცირებს სტრესს და საერთო ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
    ამიტომ, გამოდით ხშირად გარეთ, სასურველია დღეში რამდენჯერმეც. წადით სალაშქროდ, გაისეირნეთ პარკში.
  3. მედიტაცია
    მედიტაცია ეს არის ძალიან მძლავრი პრაქტიკა, რომელსაც სტრესის შემცირება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ზოგადი განწყობის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია.
    ამიტომ, არ დაგეზაროთ და დაუთმეთ მას დღეში სულ რამდენიმე წუთი მაინც.
  4. პატარ-პატარა შესვენებები
    პატარა შესვენებები ანუ დაგეგმილი პაუზები 5 წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება და დღის განმავლობაში ყურადღების მონოტონური დავალებებისგან გადატანას ემსახურება.
    ამიტომ, მუშაობის პროცესში გამონახეთ დრო იმისთვის, რომ ადგეთ თქვენი სამუშაო მაგიდიდან, გაიწელოთ, გაიხედოთ ფანჯარაში, ჩაისუნთქოთ ღრმად. მიეცით ტვინს გადატვირთვის საშუალება, რაც პროდუქტიულობის გაზრდაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
  5. მადლიერების გრძნობა
    მადლიერების გრძნობა აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და საერთო კეთილდღეობას. ყოველდღიურად ყურადღების გამახვილება იმ ყველაფერზე რისთვისაც მადლიერი ხართ, გასწავლით დააფასოთ ის რაც გაქვთ. ამ მარტივ აქტივობას სტრესის დონის შემცირება, ძილის ხარისხის გაუმჯობესება და იმუნური სისტემის გაძლიერებაც კი შეუძლია.
  6. იზრუნე საკუთარ თავზე
    ხშირად საკუთარ თავზე ზრუნვას მეორე პლანზე ვაყენებთ, რაც არასწორია. საკუთარი თავისთვის ყოველდღიურად რამდენიმე წუთის დათმობით შეიმცირებთ შფოთს და გაიუმჯობესებთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ სპა-პროცედურებს არ მოიცავს, ეს არის აქტივობები რომელიც როგორც ემოციურ ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
  7. გიყვარდეთ საკუთარი თავი
    დიახ, აი ასე მარტივად! ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით და დაფასებით იწყება. იზეიმეთ ყველა გამარჯვება, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად პატარა იქნება ის და არ გაკიცხოთ თავი მარცხებისთვის, რომელიც ცხოვრებაში მრავლად გექნებათ და სამომავლოდ გაკვეთილებად უნდა გადააქციოთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები