5 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 5 წლის მოზარდი, რომელიც ანსამბლ „ძირიანის“ გარდაცვლილი წევრის ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.
სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს:
„მეგობრებო, ნუცა უნდა გადავარჩინოთ. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება გაერთიანება და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა.
ონის მუნიციპალიტეტში, პატარა ნუცა გაგნიძეს, რომელიც ანსამბლ „ძირიანის“ გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.
პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა. სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით. დადასტურებულია მეოთხე ტიპის თირკმლის პოლიცისტური დაავადება, ღვიძლის პოლიცისტური დაავადებით.
ყოველი დღე გადამწყვეტია, პატარა ნუცას სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა (დონორი დედაა).
შეგახსენებთ, რომ ანსამბლის „ძირიანის“ წევრები, ძმები – ნიკა და თორნიკე გაგნიძეები 2022 წელს, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ.
ნიკა გაგნიძეს 2 მცირეწლოვანი შვილი – ნუცა და ანდრეა დარჩა. ვინაიდან ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, საჭიროა ბავშვის საზღვარგარეთ სასწრაფოდ გადაყვანა.
სამედიცინო ხარჯები ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ოჯახს კი, ამის საშუალება არ აქვს.
ჩვენ ერთად შევძლებთ შევცვალოთ ნუცას მომავალი, ამაში კი პატარა ნუცას თითოეული თქვენგანის გაღებული მცირედი თანხაც დაეხმარება.
$60 000 გვჭირდება ნუცას გადასარჩენად. გავერთიანდეთ.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის ანგარიში: მიმღები სალომე ქოჩლაძე
GE36BG0000000469369000
ლიბერთი ბანკის ანგარიში: მიმღები გვანცა ქოჩლაძე
GE19LB0711189587982000
თიბისი ბანკის ანგარიში: მიმღები ლია თაბუკაშვილი
GE64TB7429845061600004