LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვი ბომბზე ზის.. დღეიდანვე საჭიროა დონორის მოძიება “ – როგორია 4 წლის ნუცა გაგნიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა

499
ing (1)

4 წლის ნუცა გაგნიძეს, რომელსაც უიშვიათესი დაავადება, „ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება“ აქვს, თურქეთში განმეორებითი ანალიზები გაუკეთეს.

„ანალიზები თავიდან აქვს გასაკეთებელი, ოპერაცია 80 000 დოლარი ჯდება“ – 4 წლის ნუცა გაგნიძე, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება, სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა 

ნუცას ორივე თირკმელზე კისტები აქვს და საოპერაციოა, თუმცა ოპერაცია ჯერ არ დაგეგმილა.

სალომე ქოჩლაძე „ფორტუნასთან“  შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნუცას ამ ეტაპზე მედიკამენტოზური მკურნალობა, ყოველ სამ თვეში ერთხელ კონტროლი და დონორი ესაჭიროება:

„ღვიძლმა ყელი და ელენთა დააზიანა. საოპერაციოა, აქვს კისტებიც, მაგრამ ამ ეტაპზე სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია და როცა ექიმი საჭიროდ ჩათვლის, გადანერგვის ოპერაციას გაუკეთებს.  ამ ეტაპზე ღვიძლსაც და თირკმელსაც სასიცოცხლო ფუნქციები აქვს.

კალკულაციას ალბათ, მალე მოგვცემენ, გადანერგვის ოპერაცია საკმაოდ ძვირი ჯდებოდა – 120 000 დოლარამდე, ახლა არ ვიცი, როდესაც უშუალოდ გადანერგვის ეტაპი დადგება, მაშინ გვეტყვიან. ანალიზები, წამლები, ბიოფსია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია საკმაოდ ძვირი დაჯდა.

დღეიდანვე საჭიროა დონორის მოძიება, რადგან დრო არ დაიკარგოს და როდესაც გადანერგვა დასჭირდება, საძებნელი არ გვყავდეს.

ნუცას იშვიათი, პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლის აქვს და, ზოგადად, ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანის პოვნა ჭირს, იმ შემთხვევაში, თუ დონორს კლინიკა თავად მოიძიებს, გაცილებით ძვირი ჯდება, მოკლედ, რომ ვთქვათ, ბავშვი ბომბზე ზის“, – ამბობს ნუცა „ფორტუნასთან“.

ნუცას მარტოხელა დედას ექიმებმა 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად, სხვა შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება“ – 4 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g