საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორის თქმით, ადამიანებმა უნდა იფიქრონ, თუ როგორ შეხვდებიან მეორედ მოსვლას.
პატრიარქი ამბობს, რომ ყოველი დღე გვაახლოვებს მეორედ მოსვლას.
“ბზობა ეს არის დიდი ზეიმი, სიხარული, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული და სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოვებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს არის დღესასწაული ქართული ენის, გილოცავთ, ამ დღესასწაულებს. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შეხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს.
ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული”, – აღნიშნა პატრიარქმა.