ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის დროს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
„ეკონომიკური უთანასწორობა ხშირ შემთხევაში ქალებს ძალადობრივ ურთიერთობებში დარჩენისკენ უბიძგებს. ქალთა მიმართ ძალადობა მილიონობით ქალს და მათ ოჯახებს ზიანს აყენებს, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის პერიოდში“,- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2000-2018 წლებში ჩატარებული მასშტაბური კვლევების თანახმად, 852 მილიონამდე ქალმა განიცადა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა.