LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველივე ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ…“ – ბრედ პიტი სკანდალურ ამბავს გამოეხმაურა, რას ამბობს მსახიობი

188
page

რამდენიმე დღეა, მედიაში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ყალბ ბრედ პიტთან „რომანის” შედეგად, 52 წლის ფრანგმა ქალმა მილიონერი ქმარი და 697 000 ევრო დაკარგა. აღნიშნულ ფაქტს ტაბლოიდების ცნობით თავად ამ ისტორიის „მთავარი გმირი“, ბრედ პიტი გამოეხმაურა. ინტერნეტსივრცეში მისი გზავნილი გაავრცელა:

„საშინელებაა, როცა თაღლითები ცნობილი სახეებისა და მათი გულშემატკივრების მჭიდრო ემოციური კავშირით სარგებლობენ. ყოველივე ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ ღირს უპასუხო შეტყობინებას იმ ვარსკვლავისგან, რომელიც სოციალური ქსელით საერთოდაც არ სარგებლობს“.

რა ფოტოებს უგზავნიდა ყალბი ბრედ პიტი ფრანგ ქალს, რომელმაც ცდუნებას ვერ გაუძლო და მას 697 000 ევრო გადაურიცხა

ცნობისთვის, თაღლითი, რომელიც ფრანგ ქალს ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს უგზავნიდა, ქალს არწმუნებდა, რომ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ მას საბანკო ანგარიშები გაუყინეს, თავად კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა. ყალბმა პიტმა თავის მსხვერპლს სასიყვარულო სიტყვებით აურია თავ-გზა და მას ჰპირდებოდა, რომ ცოლადა მოიყვანდა.

მსგავსი სქემა გაშიფრა ესპანეთის პოლიციამაც და 5 თაღლითი დააკავა. აღსანიშნავია, რომ ისინიც ბრედ პიტად ასაღებდნენ თავს. დამნაშავეებმა ესპანეთის მოქალაქეს სოციალური ქსელის მეშვეობით, ემოციური მანიპულაციით 325 ათასი ევრო გამოსძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები