რამდენიმე კვირის წინ ინდოეთში, კერძოდ კი გოაზე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელსაც სხვა ბევრ ვარსკვლავთან ერთად კეტრინ ზეტა-ჯონსი და მისი მეუღლე, მაიკლ დუგლასი დაესწრნენ. მათ თან უფროსი ვაჟიც ახლდათ.
კეტრინ ზეტა-ჯონსმა 79 წლის მაიკლ დუგლასი ინდურ მუსიკაზე ააცეკვა – წყვილის ვიდეოები გოადან
ამჯერად კეტრინმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს მოგზაურობიდან საოცრად შთამბეჭდავი ვიდეო გაუზიარა. „ზოროს“ ვარსკვლავმა ცნობილი სიმღერა Summertime, ბრწყინვალედ შეასრულა და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
„ზაფხული სადღაც შორსაა, ინდოეთში მეგობრებთან ერთად კოცონთან ვმღეროდი, თუმცა სიტყვები კარგად არ მახსოვდა“, – წერს კეტრინი
„ყოველმხრივ ნიჭიერი“, „უნიჭიერესი ხარ, გავოცდით“, „საოცარი ქალი ხარ კეტრინ“, – არ წყდება კომენტარები.
23 წლიანი ქორწინება და უპირობო ურთიერთპატივისცემა – კეტრინ ზეტა-ჯონსი შთამბეჭდავ ფოტოებს ავრცელებს