კეტრინ ზეტა-ჯონსმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს საარქივო ფოტოები გაუზიარა, რომლებიც ჰელოუინის დღესასწაულზეა გადაღებული. გამომწერების განსაკუთრებული აღფრთოვანება მოჰყვა 53 წლის კეტრინისა და 78 წლის მაიკლის ფოტოს, სადაც ისინი ჭრელ კოსტიუმებში არიან გამოწყობილები. ფოტოზე, რომელიც 2019 წლით თარიღდება, კეტრინს 60-იანი წლების იმიჯი აქვს მორგებული, მაიკლს აღმოსავლური სტილის ტანისამოსი აცვია.
ცნობისთვის, კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი წყვილია. მათ 23 წლიანი ქორწინება აკავშირებთ და ორი შვილი ჰყავთ.
„პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი?“ – კეტრინ ზეტა-ჯონსმა გოლფის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა
კვლავ შეყვარებულები – კეტრინ ზეტა-ჯონსი 78 წლის მეუღლესთან ერთად პორტოფინოში ისვენებს